წლების განმავლობაში, სკოლასთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. მიუხედავად მრავალჯერ მოთხოვნისა, ეს პრობლემა მაინც გადაუჭრელი იყო. და წელს, 2009 წლის ზაფხულში, ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით და მხარდაჭერით, მოხერხდა ამ დიდი პრობლემის მოგვარება. ახალ სასწავლო წელს, უკვე მოწესრიგებული და გალამაზებული სავალი გზით მოუხდათ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სკოლაში მოსვლა. 119-ე საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდ მადლობას უხდის ქ. თბილისის მერიას სკოლასთან მისასვლელი გზის მოწესრიგებისათვის.
вторник, 29 сентября 2009 г.
воскресенье, 27 сентября 2009 г.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისათვის დაიგეგმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები ყველა სკოლისათვის.
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
ამ ტრენინგში მონაწილეობენ ჩვენი სკოლის პედაგოგები: ხ. ქუმელაშვილი, ნ.დვალი, ი.სამხარაძე, გ. ლაზვიაშვილი და ლ. უშანგიშვილი.
пятница, 25 сентября 2009 г.
ახალი სასწავლო წელი დაიწყო.......
დღეს ქ.თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში პირველი ზარი დაირეკა.
სწავლის დაწყება მოსწავლეებს სკოლის დირექციამ, უფროსკლასელებმა და მშობლებმა მიულოცეს. წელს კვლავ გრძელდება პრეზიდენტის პროგრამა,რომლის მიხედვითაც პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და ჩანთები უფასოდ გადაეცათ. განათლების სისტემაში სიახლეცაა: განათლების მინისტრის ნიკა გვარამიას თქმით, სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისა და მათთან გათანაბრებული 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ოჯახების პირველკლასელებს 100-100 ლარიანი დახმარება გადაეცემათ. უფრო ინტენსიური გახდება სასკოლო ოლიმპიადების პროგრამა. კვლავ ძალაში რჩება წამახალისებელი ოქროს და ვერცხლის მედლების პროგრამა მეთორმეტეკლასელებისათვის, თუმცა ის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას რაიმე პრიორიტეტს არ იძლევა. გრძელდება პროგრამა ”ჩემი პირველი კომპიუტერიც: ”დაახლოებით 3500 მოსწავლე მიიღებს პერსონალურ კომპიუტერს. ეს უკვე მეცხრეკლასელებზეა გათვლილი, ვინც თავს გამოიჩენს და საუკეთესო შედეგს აჩვენებს.